#Forbesკვირა - ისრაელი - წყლის ექსპორტიორი ქვეყანა უდაბნოდან
BM.GE
21.05.23 21:57
• 103
ისრაელი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა, რომელიც სულ რაღაც საუკუნის წინ, უდაბნოში გაშენდა. ისრაელის წარმატების ისტორია მრავალწახნაგოვანია და წლების განმავლობაში შეუპოვარი ადამიანების შრომის შედეგად შეიქმნა. ამ ისტორიაში კი განსაკუთრებით გამორჩეულია ამბავი, თუ როგორ შეძლო ერთ დროს წყლის მწვავე დეფიციტის პრობლემის წინაშე მდგარმა ქვეყანამ ამ პრობლემის გადაჭრა და მეტიც, ეს ერთ დროს დეფიციტური რესურსი, როგორ იქცა ქვეყნისთვის საექსპორტო პროდუქტად. დღეს ქვეყანა, 20%-ით მეტ წყალს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. დღეს ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უდაბნო ირიგაციის წყალობით მცირდება და ეს ყველაფერი სწორედ იმ რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამსახურებაა, რაც ათწლეულებია ქვეყანაში ხორციელდება.