Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBESკვირა - იუბილარი ლარის 26 წელი

BM.GE
17.10.21 22:19
374
ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია ჩემს შესავალში, იდეაში ეს გამომადგება დღევანდელი ფორბს კვირის ერთერთი გამორჩეული თემის წარმოსადგენად, რომელიც ჩვენს ეროვნულ ვალუტას და მის იუბილეს უკავშირდება. მიუხედავად ლარის ანცობისა, საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს რამდენიმე მნიშვლევან ეკონომიკურ თარიღებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მათ შორის ლარის დაბადებას, მის მიმოქცევაში გაშევაბს და შედმგომ, ერთადერთ საგადამხდელო საშუალებათ გამოცხადებას. ეს თარიღებია 25 სექტემბერი და 2 ოქტომბერი, თუმცა 26 წლის ამბავია უკვე. და მიუხედავად იმისა, რომ ვისი თუ არა სწორედ ბიზნესმედიის ვალდებულებაა შეახსენოს საზოგადოებას ეს თარიღები და მოვლენების მთავარი შემოქმედებიც, სიუჟეტის მომზადებისას მისი რამდენჯერმე გადადება მოგვიწია, მეტწილად პოლიტიკური მიზეზებით და ამ პერიოდში გამართული არჩევნებით. თუმცა, ამ თარიღებს, ეკონომიკურ ისტორიას და მის შემოქმედებს ვერავინ შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ გამოსანაკლისს თუ არ ჩავთვლით, მე ვიტყოდი ტრადიციულ და დამსახურებულ გამონაკლისს, ლარის დამფუძნებელი მამებიდან თითქმის ყველა არის ჩვენი ისტორიის გმირი, მე მგონი არც არავინ გამოგვრჩა, და ზედმეტი თუ მოგვივიდა, მაგაზეც მივიღებთ კომენტარებს, რადგან შენიშვნების და კრიტიკის გარეშე ვერც ჩვენ გავხდებით უკეთესი

Subscribe to our news

Get the main news of the day