Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - კრიპტო თვალების სკანირების სანაცვლოდ - რა არის WORLDCOIN?

BM.GE
30.07.23 21:55
86
სემ ალტმანი, რომლის სახელსაც ტექნოლოგიური სტარტაპის, OpenAI-ის დაფუძნება ეკუთვნის. თავად ამ კომპანიის შექმნილია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT, რომელიც ბოლო დროს ნამდვილ გლობალურ სენსაციად იქცა. სემ ალტმანმა ახალი ამბიციური ამოცანა დაისახა მიზნად და ახალი კრიპტოვალუტა გამოუშვა, რომლის სახელწოდება Worldcoin-ია. ალტმანის გუნდი მიზნად ისახავს გლობალური ციფრული პასპორტის შექმნას, ამ მისიის შესასრულებლად კი მათ ადამიანების თვალების დასკანირება დაიწყეს. მსოფლიოს მასშტაბით მათ სპეციალური მოწყობილობები განათავსეს, რომლის გამოყენების შემდეგაც ადამიანი ჯილდოს სახით კრიპტოვალუტას იღებს, მოწყობილობა კი თვალებს ასკანერებს და მონაცემებს ინახავს.