Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#FORBESკვირა - ქართული ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვა 19/09/21

BM.GE
19.09.21 16:00
407
ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს - 2006 წლის ემბარგოს გათვალისწინებით, დივერსიფიკაცია ეკონომიკური უსაფრთხოების გაზრდისთვისაც აუცილებელია. თუმცა, არამხოლოდ ეკონომიკური უსაფრთხოებაა დღის წესრიგში - არამედ მნიშვნელოვანია ქართული ალკოჰოლური სასმელების იმიჯის და ცნობადობის ზრდა სხვა გეოგრაფიულ არეალებშიც. როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ამ შედეგს, როდესაც ბაზრის მონაწილეებს აქვთ მარტივი ალტერნატივა გაიტანონ ექსპორტი დსთ-ს კარგად ნაცნობ ბაზარზე და ლოგისტიკაზე და მარკეტინგზე დახარჯონ ნაკლები, ვიდრე შედარებით ახალი ბაზრების ათვისებას ესაჭიროება. დსთ-ს ბაზრებზე ღვინის ექსპორტის 70%-მდე მოდის. დსთ-ის არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ღვინის ექსპორტის ტოპ 5-ში შედიან უკრაინა (7.4 მლნ ბოთლი 2021 წლის 8 თვეში), პოლონეთი (3.6 მლნ ბოთლი 2021 წლის 8 თვეში) და ჩინეთი (3.4 მლნ ბოთლი 2021 წლის 8 თვეში).

Subscribe to our news

Get the main news of the day