Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - #reachnewmarkets - გზა ჩუმლაყიდან ნიუ-იორკამდე - „ქართული აგროპროდუქტის“ ისტორია

BM.GE
30.07.23 22:10
214
კომპანია „ქართულმა აგროპროდუქტმა" 2014 წელს USAID-ის დახმარებით გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ერთ-ერთი პირველი სამაცივრე მეურნეობა შექმნა, ააშენა საწარმო და ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება დაიწყო. 2017 წლიდან, კომპანია ხილფაფების წარმოებაზეც გადავიდა, 2020 წელს კი, "კეთილი და პატიოსანის" ბრენდის ქვეშ, დასალევი ხილ-ბოსტნეული შექმნეს. ქართული აგროპროდუქტი წლიურად 15 მილიონამდე ბოთლს აწარმოებს, საიდანაც 70% ექსპორტზე გადის. საექსპორტო ბაზრებს შორის დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია, სადაც დასალევი ხილ-ბოსტნეული kind&Noble-ის სახელით, სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში იყიდება.

➡სოსო მანჯავიძე - შპს „ქართული აგროპროდუქტი“, მმართველი პარტნიორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day