Home
Category
TV Live Menu

"ფოსტის შესახებ კანონპროექტზე" მუშაობა დაახლოებით 2 თვეში დასრულდება

5742f9c741498
ელენე გოგბერაშვილი
23.05.16 16:35
1477
2014 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც საფოსტო სფეროში მოქმედი კომპანიების მხრიდან მაშინ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, ახლებურად დაიწერება. როგორც "ბიზნესკონტაქტთან" "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი აცხადებს, კანონპროექტი ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ, ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადდება.
 
ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული "საფოსტო კავშირის შესახებ" კანონპროექტი საფოსტო სფეროში სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. სფეროს სპეციალისტების მოსაზრებით, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველებს სხვადასხვა ბიუროკრატიულ მოთხოვნებს უდგენს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს ანუ ,,საქართველოს ფოსტას’’ მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული ოპერატორის სტატუსი . ასევე ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის არსებითად შემზღუდველი რეგულაციები წესდება და სხვა ოპერატორები მხოლოდ ეროვნული ოპერატორის საშუალებით ან/და მისი "ქოლგის ქვეშ“ შეძლებენ ბაზარზე თავიანთი მომსახურების მიწოდებას.

როგორც "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი აცხადებს, ახალი კანონპროექტი არსებული შენიშვნების გათვალისწინებით შემუშავდება.

"კანონპროექტი იქნება უფრო ლიბერალური, ვიდრე ევროპის სხვა სახელმწიფოებშია. მოვიწვევთ ექსპერტებს. არსებობს ძველი კანონპროექტი, რომელზეც ბევრი შენიშვნა იყო. ამ შენიშვნების გათვალისიწნებით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით მოხდება კანონპროექტის მომზადება. წინაპირობა არ არის რომ წელს ვერ მოესწროს. 2 თვის ვადაში შესაძლებელია ამ თემაზე მუშაობის დასრულება", - აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day