Home
Category
TV Live Menu

ფოთის პორტი შეფერხების გარეშე მუშაობს

585e38cb16f4e
BM.GE
24.12.16 12:57
2736
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება და 24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ ცნობილი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ ნავსადგურის წარმომადგენლებთან.

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ პორტში არსებულ მდგომარეობას. მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს და მუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ.

ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოებიკვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day