Home
Category
TV Live Menu

ფოთის პორტის მმართველმა კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

5964ced448b94
სალომე მეცხვარიშვილი
11.07.17 17:22
805
ფოთის პორტის მმართველმა კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ "საქმის კურსს" კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მაისში კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ თუ ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals ინტერგირებულ, ერთიან ტარიფს აამოქმედებს, ბაზარზე კონკურენცია შეიზღუდება.

ნოდარ ხადურის თქმით, სააგენტო მზადაა, სასამართლოში მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია წარადგინოს.

"ჩვენ ფოთს პორტს არ დავუდგინეთ დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ შემოირებდა გაერთიანებულ ტარიფს, იქნებოდა კანონის დარღვევა. ამასთან, მივეცით რამდენიმე რეკომენდაცია ზოგიერთი წერილობით, ზოგიერთ ზეპირად და უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა, მათ შორის დაიწყო მძღოლების გადამზადება“,- აცხადებს ხადური.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებზეც კონკურენციის სააგენტო მუშაობს, ნოდარ ხადურის თქმით, სულ რამდენიმე დღეში დასრულდება ე.წ. აიფონების საქმე. ამასთან, მისი ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ დასრულდა საბავშვო ავტობუსების ბაზრის კვლევა.

"ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ბავშვთა კვების ობიექტები და ა.შ. ამ ეტაპზე ვიხილავთ ზოგიერთ ქალაქში სარეკლამო ბაზართან დაკავშირებულ დეტალებსაც"“,- ამბობს ნოდარ ხადური, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ტავს იკავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day