Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთის პორტში ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია დასრულდა

BM.GE
29.06.23 11:28
80
ეიპიემ ტერმინალს ფოთმა წარმატებით 150 წლის 1850 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლოს რეკონსტრუქცია დაასრულა. ტალღმჭრელი მოლო ბარიერია, რომელიც პორტს იცავს ტალღების, დინების ზემოქმედებისგან და ქმნის უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ნავსაყუდელში. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დაიწყო და 2 წელი გაგრძელდა. ობიექტი დაპროექტდა და აშენდა მთის კლდოვანი მასებისა და საქართველოში წარმოებული 7200 ბეტონის ბლოკისგან. ტალღმჭრელი მოლოს რეაბილიტაცია ნაწილია იმ დიდი ინვესტიციისა, რომელსაც კომპანია პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დებს. პროექტის ღირებულება 25 მილიონი აშშ დოლარია. 

სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობების დირექტორი;
 



Subscribe to our news

Get the main news of the day