Home
Category
TV Live Menu

ფოთის თიზ-ის მესაკუთრე "რაკია ჯორჯიას" ნაცვლად სახელმწიფო იქნება

57fcc1712e178
BM.GE
11.10.16 14:38
1158
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სახელმწიფოს საკუთრება გახდა. „რაკია ჯორჯიას“ ნაცვლად ფოთის თიზ-ის მმართველი სახელმწიფო იქნება. ინფორმაცია „ბიზნესკონტრაქტს“ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოში დაუდასტურეს.

რა გახდა კომპანია "რაკიას“ მიერ აქტივების დათმობის მიზეზი უცნობია. საკითხთან დაკავშირებით "ბიზნესკონტრაქტს“ ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიუღია არც "რაკია ჯორჯიასგან" და არც ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან.

მთავრობის 16 სექტემბრის განკარგულების მიხედვით კი, კომპანია სახელმწიფოს გადასცემს შპს „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 85%- იან წილს და შეწყდება „ფოთის აეროპორტის“ 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება. სამაგიეროდ „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ გათავისუფლდება 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

შპს „რას ალ ხაიმა" "რაკია ჯორჯიას" მფლობელი კომპანიაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day