ცემენტის ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშე "საქართველოს ცემენტის კომპანია" შემოვიდა. ქართულმა კომპანიამ პროექტუ სამშენებლო მასალების მსოფლიო ლიდერ LafargeHolcim-თან თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელა. ფოთში გახსნილი ცემენტის საწარმოს წარმადობა წლიურად 250 ათას ტონა იქნება. კომპანია ბაზრის ზრდასთან ერთად სამომავლოდ წარმოების გაზრდასაც გეგმავს. როგორც "საქართველოს ცემენტის კომპანიის" დამფუძნებელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, საწარმოს შექმნაზე 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ქარხანაში პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
"ჩვენ ეს პროექტი ორი წლის წინ დავიწყეთ. პროექტი არის უნუკალური, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ გიდროცემენტი და დავნერგოთ ისეთი ნოუჰაუ, რაც რეგიონში არავის გააჩნია. ეკოლოგიის კუთხით მაღალ სტანდარეტებს ვინარჩუნებთ. საწარმოში დამონტაჯებულია 11 ერთეული მაღალი ხარისხის ფილტრი, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს გამტვერიანების შეკავებას", - განუცხადა მერაბ ჩიხლაძემ "ბიზნესკონტრაქტს".