Home
Category
TV Live Menu

ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება - ფოტო

5a56fb08eb5ab
BM.GE
11.01.18 09:50
812
ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia", რომელმაც 14 500 136 ლარად ხელშეკრულების დადებიდან 450 დღის ვადაში უნდა ჩააბაროს აღნიშნული კომპლექსები.

რაგბის სტადიონის მიმდებარედ საცურაო აუზის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის .აღნიშნული პროექტი განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.


Subscribe to our news

Get the main news of the day