თბილისის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესაფასების პროცესში დახმარების თხოვნით ,,აზიის განვითარების ბანკს’’ მიმართა, რომელმაც გენგეგმის შეფასების განსახორცილებლად ფრანგული კომპანია ,,Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance’’ დაიქირავა.
ფრანგი სპეციალისტები რამდენიმე მიმართულებით გამოთქვავენ შენიშვნებს და დედაქალაქის მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ.
ფრანგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მგგ-ში მოცემულია სხვდასხვა პოზიცია რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან მიმართებაში, რაც არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და გამყარებული შესაბამისი ძირეული კვლევებით. ის ამბობს, რომ სადგური გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალაქისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რკინიგზის სადგური მეტროს ორ ხაზს უკავშირდება.
,,სარკინიგზო ხაზი, რომელიც ქალაქს კვეთს უნდა შენარჩუნდეს საქალაქთაშორისო მგზავრობისათვის და უნდა გაიხსნას სარკინიგზო დერეფანი ქალაქის შიდა ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტირების მიზნებისთვის. საერთაშორისო გამოცდილება ქალაქის შიგნით რკინიგზის შენარჩუნების მნიშვნელობაზე მეტყველებს. (მაგალითად, პარიზი და ლონდონი მილიარდობით ევროს ხარჯავს აგლომერაციის ცენტრალურ ნაწილში რკინიგზის სადგურების დასაკავშირებლად) ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე 70 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ძველი მატარებლები. ეს ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს ამ მატარებლებისგან და გამოყენებულ იქნას მაღალი დონის სტრატეგიული ურბანული განვითარების პროექტისთვის, რომელიც შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქში, რაც ხაზს გაუსვამს და გამოკვეთს ქალაქის ყველაზე უფრო ხელმისწვდომ ცენტრალურ ტერიტორიას. ეს ტერიტორია შეიძლება იყოს თბილისის ახალი ცენტრალური ბიზნეს უბანი’’, - ვკითხულობთ გენ გეგმის შეფასების კვლევაში.
სპეციალისტების აზრით, შემოთავაზებულ მგგ-ს პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქის შიგნით მგზავრების გადასაყვანად მატარებლის ხაზის გამოყენების იდეაზე.
,,ფაქტიურად, არსებობს დიდი რაოდენობით ყოფილი საწარმოო ტერიტორიები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია რკინიგზის ხაზის გასწვრივ მწვანე სივრცეების, შენობა-ნაგებობებისა და ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად ქალაქის რეგენერაციის მიზნით. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ქალაქის ცენტრის გადამკვეთი ახალი მაგისტრალის მშენებლობის საკითხი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს ქალაქის მართვის ძველი სტილია. მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ბოსტონი, პორტლენდი, სეული, მონრეალი და სხვ. საავტომობილო მაგისტრალებს ურბანულ ბულვარებად გარდაქმნიან; ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ოპერირების ხარჯების შემცირება, ცხოვრების მაღალი ხარისხი, ქალაქის მობილობის მოდელში მანქანის წილის შემცირება. ორი არსებული საავტომობილო მაგისტრალი უკეთესად აუნდა იყოს ინტეგრირებული ქალაქში, ქალაქის ცენტრისკენ ყოველგვარი გაფართოების გარეშე’’-საუბარია კვლევაში.
მათი მოსაზრებით, ქალაქი მეტად არის დამოკიდებული ავტომობილებზე, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ზრდის დაბინძურებას და ხაზს უსვამს ურბანულ-სოციალურ სეგრეგაციას.
"ახალი მგგ-ს ფარგლებში შემოთავზებულია რამდემიმე ველო ბილიკი, თუმცა არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი. იგი უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულ "თბილისის ველოქსელის" პროექტს, რომელიც უფრო თანმიმდევრული და სრულყოფილია. ფაქტიურად, მგგ ქალაქში ავტომობილების წილის გაზრდას გვთავაზობს რაც კიდევ უფრო გაზრდის საცობებს. მსუბუქი გადაადგილება არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც დამატებითი გადაადგილების საშუალება ქალაქში ყველაზე გავრცელებულ მობილობის საავმტომობილო მოდელთან ერთად. ეს არის სრულიად განსხვავებული მიდგომა ურბანული მობილობისა და ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით", - ნათქვამია Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance’’-ის სპეციალისტების რეკომენდაციებში.