Home
Category
TV Live Menu

ფრანგული ADF-ი რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს

5716191649d38
BM.GE
19.04.16 15:38
1049
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა.
 
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სააგენტო საფრანგეთის რესპუბლიკის საჯარო ინსტიტუტია, რომელიც რიგი ქვეყნებისთვის, სახელმწიფოებრივად პრიორიტეტული პროექტების ფინანსური მხარდაჭერას უზრუნველყოფს. AFD საქმიანობას 80 ქვეყანაში ახორციელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი სიამოვნებით დაუჭერენ მხარს იმ პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების, რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების (წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, გზები, ხიდები) მიმართულებით.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა რომ, მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში იგეგმება სამხრეთ კავკასიის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day