Home
Category
TV Live Menu

ფრეგოს მომხმარებელი შეძენილი საწვავის ჩასხმის სიზუსტის შემოწმებას შეძლებს

5a9952ad849fa
BM.GE
02.03.18 17:32
878
ნავთობკომპანია „ფრეგოს“ მომხმარებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს კომპანიის ქსელში თავად შეამოწმოს შეძენილი საწვავის ჩასხმის სიზუსტე.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ავტოგასამართ სადგურებზე დამონტაჟებულია სერტიფიცირებული საწვავის საზომი მოწყობილობა რომლითაც შესაძლებელია ჩასხმული რაოდენობის მაქსიმალური სიზუსტით, პროფესიონალურ დონეზე შემოწმება.

"მნიშვნელოვანია, რომ საწვავის საზომი მოწყობილობა არის სერტიფიცირებული და დალუქულია საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ. მოწყობილობის მწარმოებელი კი ფლობს საერთაშორისო პატენტებს და სერტიფიკატებს.

მოწყობილობები დადგმულია დედაქალაქის მასშტაბით და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება რეგიონებში (ველოდებით მწარმოებლისგან მოწოდებას/იმპორტს)", - ვკიტხულობთ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day