Home
Category
TV Live Menu

ფრონტ-ოფისი წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება

57a8606f8525d
ელენე გოგბერაშვილი
08.08.16 14:34
1198
როგორც ცნობილია, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფო მოდელის შექმნა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. "საქართველოს ეკონომიკის განვითარების" ბიზნეს ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფრონტ-ოფისის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და რეფორმის განხორციელება შესაძლოა წლის ბოლოსაც დაიწყოს.

"ჩვენ გამოვედით ფრონტ-ოფისის იდეით, როდესაც ყველა, არამხოლოდ კერძო პირი, არამედ იურიდიული პირი მიიღებს ნებისმიერ სერვისს ერთიანი ფრონტ-ოფისის მოდელით. ასევე პარალელურად ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეს , სადაც ელექტრონული მმართველობის მოდელით მიეწოდება ყველა სერვისი ნებისმიერ იურიდიულ პირს. ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია. კონცეფცია შემუშავებულია და წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ უშუალოდ განხორციელებას", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day