ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს საქმიანობა შეეზღუდებათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც სამინისტრომ შესაბამისი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც განასხილველად თავრობას გადაეცემა.
"არსებული კანონი თავისთავად მოითხოვს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემული იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევებში ეს დაცული არ არის და მისი გაცემა ხდება კანონის დარღვევით. გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელებისა და ამ ჯარიმებს იხდიან ეს აფთიაქები, სხვა არანაირი ზემოქმედების ინსტრუმენტი არ გვქონდა, რომ კანონი აღსრულებულიყო”, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.