Home
Category
TV Live Menu

ფსონები ბრიტანეთის რეფერენდუმზე - ლონდონელმა მოთამაშემ 100 000 ფუნტი წააგო

576f82bb0c1f8
BM.GE
26.06.16 11:21
1333
ბრიტანეთის რეფერენდუმზე, დატოვებდა თუ არა ქვეყანა ევროკავშირს დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფსონი დაიდო, - CNNMoney წერს, რომ რეფერენდუმზე დადებულმა ფსონებმა ყველა არჩევნების დროს გაკეთებულს გადააჭარბა და აზარტული თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასიური იყო.
 
გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი თანხა, რომელიც გათამაშდა 100 000 ფუნტი იყო და მისი მფლობელის მიერ დადებული ფსონი 18 000 ფუნტს შეადგენდა.

გამოკითხული ტოტალიზატორების უმეტესობაში მოთამაშეების უმეტესობა ფსონს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე აკეთებდა. შესაბამისად, მოგებული თანხა არსებულ შედეგებზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს შესაძლოა ყოფილიყო ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში.

ყველაზე დიდი თანხა ლონდონელმა მოთამაშემ წააგო, რომელმაც 100 000 ფუნტიანი ფსონი დადო ბრიტანეთში დარჩენაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day