იტალიამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბანკის Monte dei Paschi di Siena გადასარჩენად ევროპის ცენტრალურ ბანკს მეტი დროის მიცემას სთხოვს. Financial Times-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმინისტრის რეფერენდუმის მარცხმა, ბანკის „ვალის რესტრუქტურიზაცია შეუძლებელი გახადა“.
იმ შემთხვევაში, თუკი ევროპის ცენტრალური ბანკი იტალიის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ვადას არ გაუგრძელებს, ბანკი Monte dei Paschi იტალიის მთავრობას რეკაპიტალიზაციის თხოვნით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ბანკის აქციების ფასი წინა წელთან შედარებით თითქმის 84%-ით არის შემცირებული. იტალიის რეფერენდუმის შედეგებმა აქციების ფასის კიდევ 4%-ით ვარდნა გამოწვია.
მსოფლიოს უძველესმა ბანკმა Monte dei Paschi di Siena რეორგანიზაცია არაერთხელ განიცადა, ის დღემდე იტალიის სიდიდით მეორე ბანკად რჩება.
შეგახსენებთ, რომ ბანკს ასობით ფილიალის დახურვა და 2600-მდე თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია. Banca Monte dei Paschi di Siena -მა 1472 წელს დაიწყო ოპერირება და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ბანკადა არის აღიარებული.