Home
Category
TV Live Menu

FT: იტალიელმა ინვესტორებმა ორ ბანკში 5 მილიარდი ევრო დაკარგეს

5837d809c0b0d
BM.GE
25.11.16 10:18
904
იტალიელმა ინვესტორებმა, არასწორი მმართველობის შედეგად ორ მსხვილ ადგილობრივ ბანკში, 5 მილიარდი ევრო დაკარგეს, - აღნიშნავს Financial Times.
იტალიური ბანკის Veneto Banca ერთ-ერთმა კლიენტმა - იტალიური ღვინის მწარმოებელმა - მთელი თავისი დანაზოგი ბანკში ჩადო და მან ყველაფერი დაკარგა.
გამოცემის ინფორმაციით, აგვისტოში კერძო ფონდმა Atlante იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, ’’პრობლემური ბანკების“ პროგრამის ფარგლებში Veneto Banca-ისა და უფრო მსხვილი Banca Popolare di Vicenza-ის კონტროლი თავის თავზე აიღო.

Financial Times-ი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტობრივად იმ ძირითადი რისკების თავიდან აცილების მცდელობა იყო რომელიც მსხვილ კრედიტორებს ემუქრებათ და ასევე იტალიის საბანკო სისტემის კრიზისის "უკანასკნელი წვლილი" იყო.

არასახარბიელო საკრედიტო პირობებისა და სუსტი კაპიტალის შედეგად, რომლითაც ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელი იყო, იტალიის ორივე ბანკი დაზარალდა.
მანამდე კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ იტალიურმა ბანკებმა 360 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დააგროვეს, რამაც შესაძლოა ახალი ფინანსური კრიზისის საშიშროება გამოიწვიოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day