უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კორპორატიული მოგების გადასახადის განაკვეთი 9%-მდე შეამციროს, რაც ევროკავშირში აღნიშნული მაჩვენებლის ყველაზე დაბალი დონე იქნება, - აღნიშნავს Financial Times.
როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯის გადადგმა ქვეყნებს შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გკუთხით, კონკურენციას გაამწვავებს.
როგორც უგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ახალი საგადასახადო განაკვეთი ძალაში 2017 წლიდან შევა. მან ხაზი გაუსვა, რომ 9%-იანი დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მაგალითად, ეს ირლანდიაში, სადაც კორპორატიული გადასახადი დაახლოებით 12.5%-იან დონეზეა.
გადასახადის ახალი ზღვარი ნებისმნიერი ბიზნესისთვის ერთნაირი იქნება. ეკონომისტების შეფასებით, აღნიშნული სიახლით განსაკუთრებით საშუალო ბიზნესი და უცხოური კომპანიები მოიგებენ.