Home
Category
TV Live Menu

ფულადი გზავნილები გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან რიცხავენ ფულს საქართველოში?

59e48e0e222b4
BM.GE
16.10.17 14:35
1046
2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.



2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

Subscribe to our news

Get the main news of the day