Home
Category
TV Live Menu

"ფულის ხარჯვა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება წნეხი ჩვენს ვალუტაზე"

59bfac4d64831
თელარა გელანტია
18.09.17 15:20
964
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ 9 თვეში გეგმით გათვალისწინებული ხარჯების გაწევას ლარის კურსზე წნეხი არ ექნება.
საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 9 თვეში მთავრობის გადასახდელების გეგმაა 8.5 მლრდ ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების თანახმად, 14 სექტემბრის ჩათვლით, ათვისებულია 7 მლრდ 522 მლნ ლარი ანუ დარჩენილ ორ კვირაში დასახარჯია თითქმის 1 მლრდ. ლარი.

"საქმის კურსმა“ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა - აპირებს თუ არა მთავრობა ამ თანხის თვის ბოლომდე დახარჯვას და ხომ არ ექნება ამ ხარჯებს ლარის კურსზე წნეხი, რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ „ასევე ძალიან დიდი თანხა უნდა შემოვიდეს ბიუჯეტში“.

"ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავივლით ამ პერიოდს და ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი რიცხვები. ამასთან, ის რომ ჩვენ 243 მლნ ლარით მეტი შემოსავლები გვაქვს მიღებული, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, ესეც ანეიტრალებს იმ შიშს, რომელიც შეიძლება არსებობდეს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით დამატებითი წნეხი, რომელიც არ არის გათვლილი ან გათვალისწინებული, არ გვაქვს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

პირველი ვიცე პრემიერი აცხადებს, რომ ხარჯვა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"ხარჯვა არის გეგმის მიხედვით და პრაქტიკულად, გადაჭარბებით მივდივართ ინფრასტრუქტურის ნაწილში. რაც ეხება მიმდინარე ხარჯებს, ფისკალური დისციპლინა საკმაოდ კარგი გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წლის დასაწყისიდან დაგეგმილთან შედარებით, 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს დახარჯული ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day