გააიაფებს თუ არა ლოგისტიკის ხარჯებს რევერსული გადაზიდვები?
BM.GE
22.02.22 10:19
• 285
გააიაფებს თუ არა ლოგისტიკის ხარჯებს საქართველოში რევერსული გადაზიდვები? დიახ გააიაფებს. თუმცა, მის დასანერგად ქვეყნის მთავრობის და კონკრეტული ბიზნესების მონდომება და მზაობაა საჭირო.
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაზიდვის ტარიფების შემცირების სხვა არანაირი შესაძლებლობა არ ჩანს. მისივე განმარტებით, რევერსული გადაზიდვები ძირითადად ჩინეთის სარკინიგზო მიმართულებას უნდა შეეხოს, რადგან ის საქართველოსთვის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.