2017 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
2017 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასების 1,1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასებმა მოიმატა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3,2 პროცენტი), ხოლო კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები შემცირდა (-0,7 პროცენტი).
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11,0 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 9,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (31,4 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9,8 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 9,4 პროცენტით, რამაც 1,31 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 9,7 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.