Home
Category
TV Live Menu

გადამხდელთათვის რეგიონებში "ღია კარის დღეები" გაიმართება

598c485dd6afc
BM.GE
10.08.17 15:42
887
14 - 18 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გადასახადების გადამხდელთათვის საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ზუგდიდში, ფოთში ოზურგეთში, გორსა და მარნეულში შეხვედრებს სახელწოდებით „ღია კარის დღეები“ გამართავს.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე;
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კითხვა - პასუხის რეჟიმში, გადამხდელები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას სხვადასხვა სიახლეების შესახებ.  
ღია კარის დღეებზე დასწრება თავისუფალია.

ღია კარის დღეებზე დასასწრებად დაინტერესებული პირები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ფორუმზე“ უნდა დარეგისტრირდნენ:  http://rs.ge/5523

Subscribe to our news

Get the main news of the day