Home
Category
TV Live Menu

"გადასახადის ამკრეფი ვერასოდეს გაიგებს საგადასახადო ტვირთი რას ნიშნავს, თუ თვითონ არ ყოფილა გადამხდელი"

579dbb7bac627
BM.GE
31.07.16 12:46
1341
"საშუალო და მცირე ბიზნესი ქვეყანაში კატასტროფული სისწრაფით მიდის უკან“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ ეროვნული ფორუმის წევრმა თემურ მაისურაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2002 წლისთვის საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტში საშუალო და მცირე ბიზნესის გადამხდელთა წილი 30% იყო მსხვილი ბიზნესის 70%-ის საწინააღმდეგოდ. დეპუტატის განმარტებით, 2012 წლის შემდეგ, მათი წილი 20%-მდე შემცირდა, დღეს კი დაახლოებით 15%-ია.
 
"დამბეგრავი და ფულის გადამხდელი, რა თქმა უნდა, ყოველთვის სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. გადასახადის ამკრეფი ვერასოდეს გაიგებს საგადასახადო ტვირთი რას ნიშნავს, თუ თვითონ არასოდეს არ ყოფილა გადამხდელი. გადამხდელობა და გადასახადის აკრეფა აბსოლუტურად განსხვავებულია. საგადასახადო კანონი გადასახადების შესახებ ერთ ენაზე უნდა საუბრობდეს ერთისთვისაც და მეორისთვისაც. თუ გადამხდელის და გადასახადის ამკრეფის ინტერპრეტაცია ერთი და იგივე ობიექტზე ხდება სხვადასხვაგვარად, ეს უკვე, რა თქმა უნდა, კანონის ხარვეზია.

გადასახადის გადამხდელი ამ მუხლებს კითხულობს, როგორც გადამხდელი და უნდა რომ დაინახოს მკაფიოდ თუ რა არის მისი გადასახდელი და რა არა.

არ მინახავს გადამხდელი, რომელსაც არ უნდოდეს, რომ გადასახადი არსებულზე ნაკლები იყოს და იმაზე კარგი იყოს ადმინისტრირება, ვიდრე არის.

მსხვილი ბიზნესის ინტერესია ყველა როგორც სატელიტი მის გარშემო ტრიალებდეს. საშუალო და მცირე ბიზნესი რომ საქართველოში მცირდება ამას სტატისტიკა ადასტურებს.
ის, ვინც თბილისში მუშაობს, რესურსების კონცენტრირება თბილისშია, ასევე ბაზარი მსხვილი ხელთ აქვს, უზრუნველყოფა-მომარაგება ყველაფერი მარტივია, მაგრამ ჩხოროწყუში სხვაგვარადაა. საკითხავია ჩვენ სიმარტივე გვინდა ადმინისტრირებაში თუ ეკონომიკა გვსურს ძალიან სწრაფი ტემპებით გაიზარდოს. თბილისში ბიზნესის წარმოება ხომ გაცილებით მარტივია, ვიდრე მაგალითად ჩხოროწყუში. ბიზნესი სადაც არ წარმოებს იქ უნდა შემცირდეს, სადაც აბსოლუტურად ნულია", - განაცხადა მაისურაძემ. 

Subscribe to our news

Get the main news of the day