დამატებული ღირებულების ავტომატური დაბრუნების სისტემა ჩართულია. დღეიდან გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტობა სრულად ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. რაში დაეხმარება აღნიშნული ცვლილება ბიზნესს და რა ხარვეზებს ხედავდნენ როგორც ბიზნესები, ისე დარგის ექსპერტები მანამდე არსებულ დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების სისტემაში?