გადახდისუუნარობა ფიზიკურ პირებზე, შესაძლოა იმ რეფორმის ფარგლებში გავრცელდეს, რაზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. საუბარია გადახდისუუნარობის შესახებ სრულიად ახალ კანონზე, რომელზეც ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები გერმანიის განვითარების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობენ.
"საქმის კურსთან" საუბარში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა ახალ კანონში ჩაიწეროს. მათ შორის საუბარია, რომ კანონი ფიზიკურ პირებსაც შეეხოს.
"კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ ახალ ინსტიტუტს შემოგვთავაზებს. განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები როგორებიცაა რეაბილიტაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის კანონპროექტის უფრო განვითარება. ის უნდა იყოს მიდრეკილი იმ მიმართულებით, რომ გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლეოდეს მოვალეებისთვის, რომ რეაბილიტაცია შეძლონ.
მათ შორის ერთ -ერთი საკითხია, რომ მოქმედი კანონის ფარგლები გაფართოვდეს და ის გავრცელდეს ფიზიკურ პირებზე ანუ ისინიც გახდნენ გაკოტრებადუნარიანები", - განმარტავს "საქმის კურსთან" საუბარში მიხეილ სარჯველაძე.