Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაძვირდება თუ არა სადაზღვევო პოლისები?

BM.GE
23.03.22 12:37
333
საქსტატის ინფორმაციით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალი პროდუქტები გაძვირდა. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივლისში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები წლიურად მომატებულია 11,4%-ით, ფასები მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19,8%), საავადმყოფოების მომსახურების (5,3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3,8%) ქვეჯგუფებზე. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ 19 სახის პროდუქტსა და მომსახურებაზე აკვირდება ფასებს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ივლისში ფასების დონის წლიური ზრდა ყველა მათგანზე დაფიქსირდა. 

ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, როცა სამედიცინო სერვისები და მომსახურება გაძვირდა, სადაზღვევო კომპანიები იძულებულნი არიან, სადაზღვევო პოლისების ღირებულება გაზარდონ. სადაზღვევო კომპანიებს უწევთ ხარჯთაღრიცხვის განახლება, ზოგ შემთხვევაში ტარიფების გაზრდა, რათა მიუახლოვდნენ საბაზრო ღირებულებას და მომსახურების გაუარესების ხარჯზე, არ მოხდეს ფასების ხელოვნული შენარჩუნება. 

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.



Subscribe to our news

Get the main news of the day