Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაძვირებული ინფრასტრუქტურული პროექტები

BM.GE
10.06.21 11:11
512
გასული წლის 31 მარტიდან მთავრობის მიერ ამოქმედებულ 619-ე განკარგულების მიხედვით, ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, ხელშეკრულების ღირებულების 10% ან 20%-ით გაზრდას სთავაზობს. დამატებითი თანხა კომპანიებს სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ღირებულების საკომპენსაციოდ სჭირდებათ. ფასები კი პანდემიის გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ სამშენებლო მასალაზე ფასები 15-30%-ით გაძვირების მიუხედავად, განკარგულების საფუძველზე საბუთების მომზადება და ანაზღაურების მიღება პრობლემურია.

Მათივე თქმით, ამ მიზეზით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჯარიმების მიუხედავად კონტრაქტების გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათთვის განკარგულებით სარგებლობისთვის დოკუმენტების მომზადება ბევრად დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ასოციაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინსიტრო საკითხს დროულად განიხილავს და არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.

თემაზე, განცხადება საქარველოს ბიზნეს ასოციაციამაც გაავრცელა, სადაც აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ სამშენებლო ინდექსებს უნდა ეფუძნებოდეს.

სტუმარი: შავლეგ მიშველაძე -"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
 


Subscribe to our news

Get the main news of the day