საბაჟო გამშვებ პუნქტებში რამდენიმე სერვისზე ფასები იმატებს. მაშინ, როცა საქართველოზე გამავალ დერეფანზე მოთხოვნა გაზრდილია, ხელისუფლებამ გარკვეული გადასახადების ზრდის, ზოგიერთ შემთხვევაში გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო. მომატებულია ე.წ. პარკის საფასური, ნებართვების ღირებულება და გეზ-ის მომსახურების ფასები - როგორ აისახება ეს საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანზე.