Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაძვირებული ხორბალი - რა ღირს ერთი ტომარა ფქვილი?

BM.GE
24.03.22 14:35
373
“ბოლო პერიოდში კიდევ 40 დოლარით მოიმატა ხორბლის თვითღირებულებამ. ამას ემატება საბაჟო გადასახადი, რომელიც მუდმივად მზარდია და საბოლოო ჯამში ტრანსპორტირების ჩათვლით ერთი ტონა ხორბლის შემოტანა 350 დოლარიდან 500 დოლარამდე გაიზარდა.” - ამის შესახებ განცხადება პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ფქვილი დაუბეგრავად შემოდის და ეს აბალასებს ვითარებას. დოლიძე ამბობს, რომ ერთი ტომარა რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის გასაყიდი ფასი 65-67 ლარია, როცა ადგილობრივი წარმოების 80 ლარს სცდება. ასოციაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ამშვიდებს და ამბობს, რომ ამ მოცემულობით, პურის ფასი ბოლო პერიოდში არ გაზრდილა და მოსალოდნელიც არ არის. 

სტუმარი: ლევან სილაგავა - მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day