Home
Category
TV Live Menu

გაერო: მსოფლიოში შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი 21 მილიონი ადამიანია

58ca7f6a91462
BM.GE
16.03.17 16:03
1110
დღეისათვის მსოფლიოს 106 ქვეყანაშია ადამინებით ვაჭრობის პრაქტიკა, - აღნიშნულის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას და შეიარაღებული კონფლიქტების პრობლემას მიეძღვნა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში 21 მილიონი ადამიანი იძულებითი შრომის და ექსპლუატაციის მსხვერპლია, რასაც კრიმინალებისთვის 150 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოაქვს.

ანტონიო გუტერეშის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები, არამხოლოდ ღიად აიძულებენ ადამიანებს შრომას, არამედ ამტკიცებენ, რომ ეს კანონიერია.

Subscribe to our news

Get the main news of the day