"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა "ლიბერთი ბანკის" მიერ "ქართუ ბანკის" შესაძლო შესყიდვაზე კომენტარს აკეთებს. როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, მსგავსი ტიპის საკითხები ბანკის აქციონერებს შორის წყდება და ამ კითხვით ბიძინა ივანიშვილს უნდა მივმართოთ.
მისი თქმით, მან, როგორც გენერალურმა დირექტორმა, არ იცის მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
bm.ge-ს ინფორმაციით, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა "ქართუ შეიძინოს" და ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ლიბერთი ბანკის" აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).