ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „ქართულმა სახლმა“ თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც გაფრთხილების გარეშე სამსახურში არ გამოცხადდნენ, დაითხოვა. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა ნაცვლიშვილმა განუცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რამდენ თანამშრომელზეა საუბარი. როგორც მაკა ნაცვლიშვილი ამბობს, თანამშრომლების ნაწილმა თავდაპირველად გაფიცვა ოქტომბრის დასაწყისში ხელფასის დაგვიანების გამო მოაწყო.