Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაიაფდება თუ არა მარცვლეული?

BM.GE
08.09.22 11:58
176
გაძვირების საკმაოდ ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ ქართულ ბაზარზე ზეთისა და მარცვლეულის გაიაფების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, რაც რუსეთში საექსპორტო მცურავი გადასახადის კლებამ განაპირობა.

ცნობილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს თითქმის 2-ჯერ ამცირებს. თუ აქამდე ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 15,987 რუბლი (დაახლოებით 270 დოლარი) იყო, სექტემბრიდან ის 8 621 რუბლი (დაახლოებით 144 დოლარი) გახდება.

ანალგიურად მცირდება საექსპორტო გადასახადი შროტზეც და 1-ლი სექტემბრიდან ნაცვლად 2 265 რუბლისა (დაახლოებით 38 დოლარი) 1 578 რუბლი (დაახლოებით 26 დოლარი) გახდება.

რაც შეეხება ხორბალს, 1 ტონა პროდუქტის ღირებულება ამ ეტაპზე 320 დოლარია და ფასი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ შემცირდება. მცურავი გადასახადების მექანიზმი რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან მარცვლეულზე შეიმუშავა. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად, მოსკოვის ბირჟაზე ფასების ინდიკატორების საფუძველზე გამოითვლება. კლების მხრივ მიღებული გადაწყვეტილება დღეს ერთი მხრივ უკრაინის დერეფნის გახსნას, მეორე მხრივ კი უხვ მოსავალს უკავშირდება.

გაიაფდება თუ არა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?






Subscribe to our news

Get the main news of the day