მილკოფუდი შესაძლოა გაიყიდოს, - ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, არსებობს პოტენციური უცხოელი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია "მილკოფუდის" შეძენით.
"აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანია "მილკოფუდი" უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს მუშაობას და უფრო მეტ ახალ, საინტერესო და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს", - განმარტა მილკოფუდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია 2004 წელს დაარსდა და თავიდან მომხმარებელი მას ეკო-ფუდის სახელით იცნობდა, თუმცა 2014 წელს რებრენდინგი განხორციელდა და ახლა კომპანია ბაზარზე "მილკო ფუდის" სახელით ოპერირებს. კომპანია უშვებს 40-მდე დასახელების პროდუქციას : რძეს, მაწონს, არაჟანს, კარაქს, კეფირს, ხაჭოს, მაიონეზსა და სხვა.