გაკოტრებული რუსული ავიაკომპანია Трансаэро ტუროპერატორის Tez Tour-ისგან 5,8 მილიონ დოლარს ითხოვს. კომპანიამ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს უკვე მიმართა. „ტრანსაერო“, რომელიც რუსეთში გადაზიდვების მიმართულებით მეორე კომპანია იყო, დიდი ვალების გამო გაკოტრდა.
სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ მისი კრედიტორებისა და კონტრაქტორების მიერ შეტანილი არაერთი დავა მიმდინარეობს, რომლებიც კომპანიისგან ვალების ამოღებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, კრედიტოერბი „ტრანსაეროსგან“ მთლიანობაში დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს ითხოვენ.
რაც შეეხება დავას Tez Tour-თან, ტურკომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე ჯერ კიდევ 2014 წელს აღმოჩნდა, თუმცა, კომპანია ჯერ არ გაკოტრებულა.
აღსანიშნავია, რომ Tez Tour-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა წელს წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშილმა გამართა. თებერვალში ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საქართველოში შემოსვლით იყო დაინტერესებული.