Home
Category
TV Live Menu

"გაკრვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება რეგულაციების კუთხით, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას დასტაბილურებას"

58286873eafef
BM.GE
13.11.16 17:17
878
მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ასევე, გაზრდილია მოხმარება.
„ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა, თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისთვის, რომ მოხდეს ლარის დასტაბილურება და გამყარება. მისივე თქმით კონკრეტულ ნაბიჯებს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს.

„უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება, აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება. გაკრვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება რეგულაციების კუთხით, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას დასტაბილურებას“.

შეგახსენებთ, რომ იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს საქსტატი ხვალ გამოაქვეყნებს; იანვარ- სექტემბერში იმპორტი 3%-ით იყო შემცირებული. აი წინა პრესრელიზიდან: 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოშისაქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ   9104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 24 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1512 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (8 პროცენტით  ნაკლები), ხოლო იმპორტი 7592 მლნ. აშშ დოლარს (34 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ  განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც  იმპორტი შეადგენს 5194 მლნ. აშშ დოლარს (3 პროცენტით ნაკლები) .

Subscribe to our news

Get the main news of the day