მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეითსი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია, ის თვლის, რომ მისი განათლების დონე შესაძოა უფრო მაღალი ყოფილიყო.
"მათემატიკაში საკუთარი უნარებით კმაყოფილი ვარ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდი წერაზე“, - წერს თავის ბოლო ბლოგში გეითსი. „როდესაც ესეს ვწერდი ყოველთვის ვფიქრობი რა ქულის აღება შემეძლო და რა კუთხით უნდა გამეუმჯობესებინა ჩემი ნამუშევარი".
გეითსი თავის ბლოგში აქცენტს პერსონალურ განათლების სისტემაზე აკეთებს რომლის დროსაც მასწავლებლები გაკვეთილების დროს ნაკლებად ერთვებიან პროცესში. კომპიუტერების დახმარებით, ისინი მოსწავლეებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ დავალებებს აძლევენ. მასწავლებელი დავალების შესრულებისას მოსწავლეს დახმარებას რჩევის/მენტორობის კუთხით უწევს. გეითსი აღნიშნავს რომ ბევრ სკოლას მსგავსი მოდელის დანერგვა არ შეუძლია, რადგან ის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასაც ითხოვს, თუმცა რიგ სკოლებში მან დიდ წარმატებას მიაღწია. გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც პერსონალური განათლების სისტემაა დანერგილი, ბევრად მაღალ ქულებს იღებდნენ, თუნდაც მათემატიკაში, ვიდრე ტრადიციული სკოლის მოსწავლეები. გეითსი თვლის, რომ სწავლის პროცესში მოსწავლემ თვითუზრუნველყოფა და საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გამოიმუშავოს.
"სწავლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს უნდა შეეძლოს საკუთარი დროის დაგეგმვა, გეგმების რეალიზება და დღის განრიგის რეალიზება. კარგია როდესაც ყველა ამ უნარს მოსწავლე სკოლაში იღებს.
პერსონალიზირებული სწავლის დროს, მოსწავლე თავად წყვეტს, რა არის მისთვის საინტერესო და პერსპექტიული. ასევე, ხედავს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მასწავლებელი პროცესის მხოლოდ თანამონაწილე ხდება. ტრადიციულ სისტემაში მასწავლებელი ლიდერია, ამ შემთხვევაში კი ლიდერი მოსწავლე ხდება", - ამბობს გეითსი.