Home
Category
TV Live Menu

"გალარება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი იყო - ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა"

58ad65e709793
BM.GE
22.02.17 14:19
902
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გალარების კომპონენტი „გააზრებული სოციალური ნაბიჯი“ იყო. როგორც მინისტრმა განმარტა ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენი პირი გაალარებს საკუთარ სესხს, მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა ლარიზაციისკენ მიდის.

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დოლარიზაციის დონე ჩვენი ეკონომიკის სერიოზული რისკია. ამიტომ ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, არის ძალზე მნიშვნელოვანი და ძალზე გრძელვადიანი მიმართულება, და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ესაა ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის.

ამან უნდა შესძინოს ეკონომიკას მეტი მდგრადობა, ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე და ა.შ. თუმცა, გალარების კომპონენტი - ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასევ ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული.

ვინც ეს შეთავაზება მიიღო, მათ ისარგებლეს ამ პროდუქტით, ხოლო ვინც არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს დარჩეს იმ სტრუქტურულ პორტფელში, როგორიც აქვს - ეს მათი გადაწყვეტილებაა.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო გალარების ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი - ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის კონცეპტუალური თემა - კონცეპტუალური თემა ის გახლავთ, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day