"გალარების შემდეგ, საპროცენტო განაკვეთები საბაზროსთან მიახლოვებული იქნება და ის კლიენტის გადახდისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“. მისი თქმით, ლარის შემთხვევაში იპოთეკური სესხების განაკვეთი საშუალოდ 10-10,5% იქნება.
"გალარების პროცესში ჩვენ ვიყენებთ იგივე მექანიზმებს, რაც გაიარეს სხვა ქვეყნებმა. იმისთვის, რომ ამან არ იქონიოს გავლენა გაცვლით კურსზე ჩვენ პირდაპირ მივაწვდით უცხოურ ვალუტას ჩვენი რეზერვებიდან, და ეს მოხდება რეპო ოპერაციით და ჩვენი მთლიანი რეზერვები არ შეიცვლება. ეს გამოიწვევს საშუალოვადიან პერიოდში დოლარზე მოთხოვნის შემცირებას. ეს ვალუტა გამოჩნდება ბაზარზე და მომავალში 1-2 წლის განმავლობაში ბაზრიდან უკან შევიძენთ მას.
მთლიანობაში მთელი თანხა რასაც პოტენციურად გალარება ეხება არის მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით 400 მილიონი ლარია. გალარება ნებაყოფლობითი პროცესია.
მოლოდინი არის, რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას რადგან გაცვლითი კურსის რისკი არის საკმაოდ დიდი. გალარება ჩვენი ხარჯების და შემოსავლების პოგნოზირებადობის საშუალებას იძლევა.
ჩვენ ხელს შევუწყობთ კომერციულ ბანკებს რომ მათ ჰქონდეს ლარის და დოლარის ადეკვატური რესურსი რომ საპროცენტო განაკვეთი იყოს საბაზროსთან მიახლოვებული“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.