Home
Category
TV Live Menu

"გალერეა თბილისი" ახალი ბრენდების შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ივნისში გააჟღერებს

590c28b878d8b
სალომე მეცხვარიშვილი
06.05.17 15:00
950
"გალერეა თბილისი" ახალი ბრენდების შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ივნისში გააჟღერებს. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ნიკა ცინცაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ პრეზენტაციამ რამდენიმე კვირით გადაიწია, რამდენადაც ინფორმაციის გავრცელების უფლება მხოლოდ მას შემდეგ აქვთ, რაც შესახებემის თანხმობას ბრენდებისგან მიიღებენ.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის მართვას, "გალერეა თბილისის" დირექტორი ამბობს, რომ სხვა კომპანიის შემოყვანას არ გეგმავენ და მართვაში თავად შევლენ, თუმცა, ამისთვის რამდენიმე უცხოელ კონსულტანტს დაიქირავებენ.

რამდენიმე კვირის წინ ნიკა ცინცაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, რომ სავაჭრო ცენტრში ბრენდების 30% საქართველოსთვის ახალი იქნება.

უკვე ცნობილია, რომ სწორედ "გალერეა თბილისში" შემოვა საქართველოში შვედური ბრენდი H&M.

სავაჭრო ცენტრის პროექტს თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანია "თბილისი პლაზა' ახორციელებს. "გალერეა თბილსის" გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day