”გალფი” საერთაშორისო კომპანია "სპარკლოსთან" თანამშრომლობას იწყებს
BM.GE
06.07.23 10:26
• 45
გალფი საერთაშორისო კომპანია "სპარკლოსთან" თანამშრომლობას იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში გალფის ავტოგასამართ სადგურებზე პოლიეთილენის ბოთლების და ალუმინის ქილების შემგროვებელი, თანამედროვე RVM აპარატები განთავსდება. ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მომხმარებელი ბოთლის ან ქილის აპარატში ჩაგდების დროს, ავტომატურად ერთვება სპარკლოს ლოიალურობის პროგრამაში და აგროვებს ქულებს. ქულების გადაცვლით კი სხვადასხვა ბენეფიტებს მიიღებს.