Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart-ის მხარდაჭერით “კრისტალმა” გენდერული ობლიგაციები განათავსა

BM.GE
15.02.23 10:22
98
Galt&Taggart-ის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა. ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვების პირველი შემთხვევაა. საქართველოს ბანკის, როგორც თანაინვესტორის და აზიის განვითარების ბანკის, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი, 6.25 მილიონი ლარი.

სტუმრები: ოთარ შარიქაძე - Galt&Taggart-ის მმართველი დირექტორი;
ილია რევია - "კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day