Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარი - კვლევის შედეგები

BM.GE
01.12.22 12:06
127
Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი 3.4 მილიარდის მოცულობისაა, ბოლო 5 წელში კი ზრდა 5.2%-ია. აქედან სამშენებლო მასალებზე მოდის $1.3მლრდ და 2017-2021 წლებში სექტორი 13.2%-იან ზრდას აჩვენებს, ჯამურად რემონტი, ტექნიკა და ავეჯი კი 11.3%-ით გაიზარდა.3.4 მლრდიანი ინდუსტრიიდან ადგილობრივი წარმოება 36.1%, შესაბამისად 63.9% იმპორტია.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურაა, რომლის მშენებლობის ტემპებიც პანდემიის შემდეგ სწრაფად აღდგა. მიმდინარე წლის ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და გაქირავების ბაზარზე მოთხოვნის ბუმმა ასევე დადებითი როლი ითამაშა ამ სექტორზე, როგორც სასტუმროების, ისე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობის მიმართულებით. 

რა როლი აქვს ტურისტებს და მიგრანტებს ბაზრის ზომის და ზოგადად ეკონომიკურ ზრდაში?

სტუმრები: კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;
გიგა ნოზაძე - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day