Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart: საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვით ევა ბოჭორიშვილი

BM.GE
20.09.22 11:53
181
საქსტატის ბოლო ანგარიშით რომელიც ექსპორტის 8 თვის მაჩვენებლებს ასახავს, საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. 

საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტის ზომაც $684 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით არის მომატებული. თუმცა სპილენძის მადნების ექსპორტის უდიდესი ნაწილი (531 მილიონი 684-დან) სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენდა და ადგილობრივი მოპოვება არ იყო. რაც შეეხება მეორე უმსხვილეს საექსპორტო საქონელს, ეს ავტომობილებია, რომლის ექსპორტიც $491 მილიონი იყო. ავტომობილების რეექსპორტი წლიურად 67%-ით არის გაზრდილი. 

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი;

Subscribe to our news

Get the main news of the day