Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt&Taggart - ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგები

BM.GE
04.05.18 10:19
1115
GALT & TAGGART-ის საქართველოში ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგები - ანგარიშის მიხედვით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელვან წყაროს წარმოადგენს. კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოში 3.5 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ,,გალტ & თაგარტის" პროგნოზით, შესაძლოა, წელს საქართველოს 4.2 მლნ ტურისტი ეწვიოს, 2022 წლისთვის კი ქვეყანამ 7.6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე 2-ჯერ მეტია.

სტუმარი: ოთარ შარიქაძე, Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day