Galt&Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკუთარი პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო კომპანია მიმდინარე წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც მათ წინა პროგნოზზე 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მომდევნო წელს კი G&T საქართველოში ეკონომიკის 5,4%-იან ზრდას ელოდება.
საინვესტიციო კომპანიის პროგნოზი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღებას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,4 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა.